აშშ ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ალუმინის და ფოლადის იმპორტზე ტარიფებს დაუწესებს

18:17, 31.05.2018

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ალუმინის და ფოლადის იმპორტზე ტარიფებს დაუწესებს.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ ტარიფები ძალაში 1პირველი ივნისიდან შევა. ვილბურ როსის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს ფოლადზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტარიფების დაწესების შესახებ მარტში განაცხადა და მიზეზად აშშ-ის მიმართ უსამართლო სავაჭრო პირობები დაასახელა. მოგვიანებით აშშ-ის ადმინისტრაციამ დროებითი გამონაკლისი დაუშვა. უთანხმოების ფარგლებში ევროკავშირში და კანადაში არაერთხელ განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდნენ.

პორტუგალიაში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა აშშ-ის ტარიფებს ერთიანი პოზიციით უპასუხოს.

მსგავსი