საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, როგორც ეს ევროპარლამენტს სურს, ზეწოლა თუ დადასტურდება, ევროპა შესაბამის დასკვნას გამოიტანს
საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, როგორც ეს ევროპარლამენტს სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს.
მისივე თქმით, საფრანგეთი არანაირ შანტაჟს არ დაემორჩილება.
„საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, როგორც ეს ევროპარლამენტს სურს. ზეწოლა თუ დადასტურდება, ევროპა შესაბამის დასკვნას გამოიტანს. ევროკომისია ამისთვის ემზადება და ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს“, – წერს ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში.
მანამდე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს. აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.
La France ne se soumet à aucun chantage. Elle assume de dire NON. Elle soutient la suspension de l’accord commercial avec les Etats-Unis voulue par le Parlement européen. Si toutefois la coercition se confirmait, l’Europe en tirerait toutes les conséquences. La Commission s’y… pic.twitter.com/kdJCwjgVbT
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) January 20, 2026