საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ შეხვედრაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლებიც დღეს საქართველოს აქვს.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს აქვს ქვეყანას. იყო თხოვნა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ინფორმაცია ყოფილიყო მიწოდებული იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და რა შეიძლება საფრანგეთმა გააკეთოს საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, წლის ბოლოს საქართველოს მოქალაქეებმა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. როდესაც ვსაუბრობდით გამოწვევებზე, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დემოკრატიული რეფორმები, ის გამოწვევები, რაც გვაქვს სასამართლოში და ასევე, ნიკა გვარამიას საქმე“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კატრინ კოლონა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.