საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება დანიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ უარი თქვა პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. „ბიბისის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეეხება პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასსა და კიდევ 80 პალესტინელ ოფიციალურ პირს, რომელთაც აშშ-ის ვიზები გაუუქმდათ.