საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ამზადებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რომელიც ამოწურავს პუტინის რესურსებს ომის გასაგრძელებლად
epa11274639 France's Deputy Minister for Europe, Jean-Noel Barrot, arrives for the signing of agreements during a visit by Albania's prime minister at the presidential Elysee Palace, in Paris, France, 12 April 2024. EPA/LUDOVIC MARIN / POOL MAXPPP OUT
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროკავშირი, საფრანგეთის ინიციატივით და ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ამზადებს ახალ, ყველაზე მკაცრ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ინიციატივა გამოთქვა, რუსული თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე ხუთჯერ გაიზარდა.
„ეს არ შეიძლება, გაგრძელდეს, ეს უნდა შეწყდეს. ამისათვის, ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ემზადება, ფრანგული წინადადებების საფუძველზე, შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიგვიღია. ისინი პირდაპირ ამოწურავს რესურსებს, რაც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს ომი“, – აცხადებს ჟან ნოელ ბარო.
ბაროს თქმით, ახალი პაკეტი არა მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორ მოიცავს, არამედ ფინანსურსაც. საუბარია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დაწესებული სანქციების თავიდან აცილებაში.