საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვართ ცეცხლის შეწყვეტის მომხრე, მაგრამ ასევე უნდა მოვემზადოთ განახლებული მმართველობით ღაზაში პალესტინის ხელისუფლების დაბრუნებისთვის
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ ღაზაში პალესტინის ხელისუფლების დაბრუნებისთვის მომზადების აუცილებლობა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სამეჰ შუკრისთან განიხილა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვართ ცეცხლის შეწყვეტის მომხრე, მაგრამ ამასთან ერთად უნდა მოვემზადოთ განახლებული მმართველობით ღაზაში პალესტინის ხელისუფლების დაბრუნებისთვის. ქმედებები, რომლებიც დაიწყო სირიასა და ერაყში, ასევე სამხედრო ვითარება ლიბანის საზღვარზე, ეს ყველაფერი მიუთითებს სიტუაციის გაუარესებაზე და უფრო ფართო კონფლიქტისკენ სვლაზე, რომლის თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის მოწოდებით“, – განაცხადა სეჟურნემ ეგვიპტის პრეზიდენტთნ, აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთნ, სამეჰ შუკრისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ სეჟურნესთან შეხვედრამ ხაზი გაუსვა ერთობლივ ძალისხმევას ცეცხლის შესაწყვეტად და ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.