საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის საფრანგეთი ყველა ღონეს იხმარს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის საფრანგეთი ყველა ღონეს იხმარს

ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის საფრანგეთი ყველა ღონეს იხმარს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოვლენები საგანგაშოა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ შეტაკებები არ ხდებოდა უშუალოდ ყარაბაღში, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან.

„სამხედრო გამოსავლის არსებობა შეუძლებელია. საჭიროა, მოიძებნოს პოლიტიკური გადაწყვეტა და ვიმედოვნებ, რომ ეს შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ქვეყანა არის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის სამი თანათავმჯდომარიდან ერთ-ერთი, რომელიც ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებით არის დაკავებული.

დატოვე კომენტარი