საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიმართ სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიმართ სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიმართ სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა.

კოლონამ აღნიშნა, რომ ასადის მიმართ სასამართლოში საქმე უნდა წარიმართოს სამოქალაქო ომის დროს „ასობით ათასი ადამიანის სიკვდილისა“ და „ქიმიური იარაღის გამოყენების“ გამო.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ბაშარ ალ-ასადი. ის არის ლიდერი, რომელიც 10 წელზე მეტია, საკუთარი ხალხის მტერია“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა კოლონა გასულ კვირას ასადის „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტზე ათი წლის შემდეგ დაბრუნებას.

კოლონამ თქვა, რომ პარიზი არ შეცვლის პოლიტიკას სირიის მმართველის მიმართ.

„ვიდრე ის არ შეიცვლება, არ აიღებს ვალდებულებას ტერორიზმთან, ნარკოტიკებთან ბრძოლაში, ვიდრე არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, არ არსებობს საფუძველი, რომ დამოკიდებულება შევიცვალოთ“, – განაცხადა კოლონამ.