საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული მარიამ იმერლიშვილი წლევანდელ ევროვიზიას დაესწრება

21:28, 24.04.2018

12 მაისს პორტუგალიაში ევროვიზია 2018-ის ფინალს საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული 18 წლის მარიამ იმერლიშვილი დაესწრება.

მუსიკალური კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილეებს ევროვიზია 2018-ის ფრანგი კონკურსანტების ჯგუფ Madame Monsieur-ის სიმღერა Mercy უნდა შეესრულებინათ.

კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულები ფრანგი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

მუსიკალურ კონკურსს, რომელიც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე და ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილეები, ჯგუფ „ირიაოს“ წევრები დაესწრნენ.

მსგავსი