საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი პატივს მიაგებს ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო 9 აპრილს იმსხვერპლა

22:17, 08.04.2025

ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი