მედიის ცნობით, ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 68 პროცენტი ხმის მიცემისგან თავს იკავებს
მედიის ცნობით, ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 68 პროცენტი ხმის მიცემისგან თავს იკავებს

საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ ტურში ეგზიტპოლებმა მოსახლეობის თავშეკავების რეკორდული მაჩვენებელი – 68 პროცენტი აჩვენა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს არის რეკორდული ზრდა 2015 წლის რეგიონულ არჩევნებთან შედარებით. მაშინ არჩევნებზე მისვლისგან თავი შეიკავა მოსახლეობის 50 პროცენტმა.

ფრანგული პარტიის, „ეროვნული კრების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა მოსალოდნელზე დაბალი შედეგების მიზეზად სწორედ დაბალი აქტივობა დაასახელა.

საფრანგეთის მოსახლეობამ პარტიებს მანდატები 13 რეგიონში და 96 დეპარტამენტში უნდა მიანიჭოს. იმ შემთხვევაში, თუ პარტიები 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებენ, საფრანგეთში 27 ივნისს მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობისთვის პარტიამ 10-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის პარტია, „რესპუბლიკა მოძრაობაში“ სავარაუდოდ ვერც ერთ რეგიონს ვერ მოიგებს. მარინ ლე პენის „ეროვნულ კრებას“ სულ მცირე ერთი რეგიონის მოგებას უწინასწარმეტყველებენ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ პირველ ადგილზე ოპოზიციური „რესპუბლიკური“ პარტიაა“ 27-29 პროცენტით.