საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

13:36, 07.04.2020
A man with a protective mask walks on a bridge with in the background Notre-Dame Cathedral in Paris on April 6, 2020 on the twenty-first day of a lockdown in France to stop the spread of the novel coronavirus COVID-19. (Photo by JOEL SAGET / AFP)

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება ნიცაში. ნიცის მერმა განაცხადა, რომ ქალაქის ყველა მცხოვრები 8-10 დღეში მიიღებს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს, რომლის ტარებაც მათ ერთი თვე შეეძლებათ.

ანალოგიური ზომების მიღებას აპირებენ კანშიც. პარიზის მერიაში კი აცხადებენ, რომ პირბადის ტარების აუცილებლობის საკითხზე მსჯელობა გრძელდება.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 98 984 ადამიანი არის ინფიცირებული, დაღუპულია 8 911.

მსგავსი