საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა

22:39, 19.10.2026

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა. პარიზის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, კომენდანტის საათი დედაქალაქის რამდენიმე უბანში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

ამასთან, პარიზის რამდენიმე უბანში დემონსტრაციების გამართვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე აიკრძალა.

კომენდანტის საათი ნიცაშიც დაწესდა.
ნიცის მერმა, ერიკ ჩიოტიმ, ქალაქში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ამოქმედდება და კვირამდე გაგრძელდება. მერის განცხადებით, კომენდანტის საათი მხოლოდ არასრულწლოვნებზე გავრცელდება.

კომენდანტის საათი ამოქმედდა ლიონშიც. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

მსგავსი