საფრანგეთის ქართული სათვისტომო 26 მაისს ეროვნულ მუზეუმს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხას გადასცემს
საფრანგეთის ქართული სათვისტომო 26 მაისს ეროვნულ მუზეუმს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხას გადასცემს

საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველი კომიტეტი  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქაიხოსრო ( ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჩოხას საზეიმოდ გადასცემს. ჩოხის გადაცემის ცერემონიალი 2018 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან გენერალ გიორგი კვინიტაძის (საქართველოს რესპუბლიკის  საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921წლებში ) შვილიშვილი და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

როგორც ეროვნულ მუზეუმში პირველ არხს განუცხადეს, პოლკოვნიკ ქაიხოსრო ( ქაქუცა ) ჩოლოყაშვილის (1924 წლის აჯანყების მეთაურის) ჩოხა, რომელიც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველი კომიტეტის მფლობელობაშია, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილის ხელით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სპეციალურად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცემა.