საფრანგეთის ქალაქებში, ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა საჯარო შეკრებები სრულად ან ნაწილობრივ აიკრძალა
საფრანგეთის ქალაქებში, ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა საჯარო შეკრებები სრულად ან ნაწილობრივ აიკრძალა.
24 ოქტომბერს აქციები და საჯარო შეკრებები აიკრძალა ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში – მარსელსა და ლიონში. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს.
ხალხის შეკრება დასაშვებია, თუმცა პროტესტის ჩატარება ნებადართული არ არის ნიცაში, ნანტში, რეიმსში, ნანსში, ტულონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.
პროტესტის გამოხატვა კი ნაწილობრივ დასაშვები იქნება დედაქალაქ პარიზში, ლილში, სტრასბურგსა და რამდენიმე ქალაქში.
ცნობისთვის, დღეისთვის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მასშტაბური აქციებია დაანონსებული. მედიის ცნობით, დედაქალაქში იმაზე მეტი სამართალდამცავი იქნება მობილიზებული, ვიდრე 17 ოქტომბრის აქციებისას.