საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთი პარკში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი პირი დაშავდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია
საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთი პარკში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი პირი დაშავდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია

საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთი პარკში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი პირი დაშავდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი დაშავებული ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაშავებული ბავშვებიდან ერთ-ერთი ბრიტანეთის მოქალაქეა. მისივე თქმით, ბრიტანეთის ოფიციალური პირები დაშავებული ბავშვის ოჯახს დახმარებას გაუწევენ.

პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი 30 წლის სირიელი მამაკაცია, რომელსაც შვედეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ის დანით იყო შეიარაღებული.

თავდასხმის მოტივებსა და დამატებით დეტალებზე ადგილობრივი პროკურატურა ჯერ კიდევ მუშაობს.

ქალაქ ანსში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნიც. შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც დაშავებულების ოჯახის წევრებს მომხდარის გამო უთანაგრძნო და აღნიშნა, რომ ერი შოკირებულია.