საფრანგეთის პროკურატურამ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის პროკურატურამ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, საუბარია ფულის გათეთრების საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ სამხრეთ საფრანგეთში ვილების შეძენასთან.

დოკუმენტების მიხედვით, ჩეხეთის ყოფილმა ლიდერმა არ გაამჟღავნა კომპანიები, რომლებიც მრავალმილიონიანი ფრანგული ქონების შესაძენად გამოიყენა. ფრანგი გამომძიებლები ახლა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, როგორ შეიძინა ბაბიშმა თავისი 14 მილიონი ევროს ქონება მუჟეში, მილიარდერების უბანში. ბაბიშმა ვილები მონაკოში დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით იყიდა, რომელიც ეკუთვნის ოფშორულ სუბიექტს აშშ-ში.