საფრანგეთის პროფკავშირის ხელმძღვანელი – მთავრობას არანაირი ზომა არ გამოუცხადებია და ჩვენი მოთხოვნები არ გაუთვალისწინებია, დროა, ჩვენი მობილიზაცია ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, ახლა გაფიცვებზე გადასვლის დროა

18:48, 21.10.2026

საფრანგეთის წამყვანი პროფკავშირის ხელმძღვანელი სოფი ბინე პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრის შემდეგ, 5 ნოემბერს გაფიცვისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ბინეს განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საცხოვრებელი ხარჯების გაძვირებასთან დაკავშირებული არცერთი მოთხოვნა არ განუხილავთ.

„პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას არანაირი ზომა არ გამოუცხადებიათ და ჩვენი მოთხოვნები არ გაუთვალისწინებიათ. დროა, ჩვენი მობილიზაცია ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ახლა გაფიცვებზე გადასვლის დროა“, – განაცხადა ბინემ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროფკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის მოსწავლეების საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერ დემონსტრაციებში. ორგანიზაცია მთავრობისგან მინიმალური ხელფასის გაზრდას, ინფლაციის შესაბამისად ხელფასების კორექტირებასა და სკოლებისა და საჯარო მომსახურების სფეროს სათანადო დაფინანსებას მოითხოვს.

დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ხუთი პროფკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საპროტესტო აქციების თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფის გზებისა და მექანიზმების განხილვა იყო.

მსგავსი