საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შს მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, მას შემდეგ, რაც ბრუნო რეტაიომ თქვა, რომ „მაკრონიზმი“ ემანუელ მაკრონით დასრულდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შს მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, მას შემდეგ, რაც ბრუნო რეტაიომ თქვა, რომ „მაკრონიზმი“ ემანუელ მაკრონით დასრულდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ბრუნო რეტაიოსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ „მაკრონიზმი“ ემანუელ მაკრონით დასრულდება“.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს შეხვდება, რათა მის დაქვემდებარებაში არსებული საკითხები განიხილოს.

Valeurs Actuelles-თან ინტერვიუში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მაკრონიზმი არც პოლიტიკური მოძრაობაა და არც იდეოლოგია და ის არსებითად ერთ ადამიანზეა დაფუძნებული.

„ჩემი მთავრობაში ყოფნა „მაკრონიზმის“ მხარდაჭერას არ ნიშნავს; ის მხოლოდ ღრმა რწმენით არის განპირობებული: მხოლოდ საფრანგეთის ინტერესებია მნიშვნელოვანი და თუ მემარჯვენეები პასუხისმგებლობას არ აიღებენ, ხელისუფლებაში „მელანშონიზებული“ მემარცხენეები მოვლენ“, – აღნიშნა ბრუნო რეტაიომ.

ემანუელ მაკრონთან დაძაბულობის მიუხედავად, ბრუნო რეიტაიო მთავრობის დატოვების მიზეზს ვერ ხედავს.