საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ პსჟ-ს უმასპინძლა #1TVSPORT
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ პსჟ-ს უმასპინძლა #1TVSPORT

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ემოციურად გამოეხმაურა ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებას. სოციალურ ქსელში დაწერა: „პსჟ-ის გმირობის დღე“.

ლიგის მოგების მეორე დღეს კი ემანუელ მაკრონმა ტრიუმფატორი გუნდი ელისეის სასახლეში მიიწვია.

ცხადია, სხვა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტს ხვიჩა კვარაცხელიაც ესტუმრა.

ის პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და მეორე ქართველია, ვისაც ლიგა აქვს მოგებული – კახა კალაძე „მილანთან“ ერთად ორჯერ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი.  პსჟ-მა კი ისტორიაში პირველად მოიგო მთავარი საკლუბო ტიტული.

პარიზელებმა ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხეს.