საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ დონალდ ტრამპმა აიძულა მაკრონი, საფრანგეთში წამლის ფასების გაზრდას დათანხმებოდა
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ დონალდ ტრამპმა აიძულა მაკრონი, საფრანგეთში წამლის ფასების გაზრდას დათანხმებოდა

საფრანგეთი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან ემანუელ მაკრონს მედიკამენტების ფასების გაზრდა აიძულა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტის ფასებს მაკრონი არ განსაზღვრავს.

„ისინი რეგულირდება სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მიერ და სინამდვილეში სტაბილური რჩება. ნებისმიერმა, ვინც ოდესმე საფრანგეთის აფთიაქში შესულა, ეს იცის“, – განმარტავენ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მაკრონი აიძულა, საფრანგეთში წამლის ფასების გაზრდას დათანხმებოდა. ამასთან, ტრამპი საფრანგეთს აშშ-ში ფრანგული იმპორტის ყველა პროდუქტზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა.