საფრანგეთის პრეზიდენტი ელისეის მინდვრებზე საპროტესტო აქციების აკრძალვას აპირებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ელისეის მინდვრებზე საპროტესტო აქციების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერს“ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, 16 მარტს პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია ძალადობითა და ვანდალიზმით დასრულდა. აქციის დროს დააკავეს 200 მეტი ადამიანი. 11 ადამიანი დაშავდა. მომიტინგეებმა დააზიანეს მაღაზიები და შენობები.