საფრანგეთის პრემიერი - საფრანგეთმა და ევროპამ უნდა გააერთიანონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლონ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება
საფრანგეთის პრემიერი - საფრანგეთმა და ევროპამ უნდა გააერთიანონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლონ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ მიიჩნევს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინაში ამერიკული დახმარება უნდა ჩაანაცვლონ.

„საფრანგეთმა და ევროპამ უნდა გააერთიანონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა შეძლებისდაგვარად ჩაანაცვლონ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა. ამერიკული დახმარების მარაგი იწურება, რადგან მატარებლები, რომლებიც უკრაინისთვის დახმარებით იყო დატვირთული, გაჩერებულია, მათ ვერ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბაირუს თქმით, უკრაინას სჭირდება საბრძოლო მასალა და „გარკვეული რაოდენობის სადაზვერვო სისტემები“.

„ეს გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენს მოდელს, ჩვენს პრიორიტეტებს და სხვაგვარად შევხედოთ სამყაროს, რომელიც გვეგონა, რომ ვიცოდით, ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ უფრო საშიშია, ვიდრე წარმოგვედგინა და მოდის მათგან, ვინც გვჯეროდა, რომ ჩვენი მოკავშირეები იყვნენ“, – განაცხადა ფრანსუა ბაირუმ.