ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთის მასშტაბით 1 350-ზე მეტი სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მთავრობის შეხვედრას დაესწრო.
ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთის მასშტაბით 1 350-ზე მეტი სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა ტრუასა და მელუნში. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ სკოლებში შესაბამისი პირობები არ არსებობს.
ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ მერებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს სკოლების შენობების ადაპტაციის საკითხზე.