საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების გამოყენებაზე, რომლითაც ბიუჯეტს პარლამენტში ხმის მიცემის გარეშე დაამტკიცებდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების გამოყენებაზე, რომლითაც ბიუჯეტს პარლამენტში ხმის მიცემის გარეშე დაამტკიცებდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების გამოყენებაზე, რომლითაც ბიუჯეტს პარლამენტში ხმის მიცემის გარეშე დაამტკიცებდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამ გადაწყვეტილებით ლეკორნუმ პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრებს დააკისრა, რომ შეთანხმებამდე თავად მივიდნენ.

„ფუნქციონირებად პარლამენტში, რომელიც ახლახან განახლდა და ასახავს საფრანგეთის სახეს, შეუძლებელია უბრალოდ ყველაფრის ძალით გატარება” – განაცხადა ლეკორნუმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლი პრემიერ-მინისტრს საშუალებას აძლევს გამოტოვოს პარლამენტში ხმის მიცემის პროცესი და გაატაროს კანონპროექტი, თუმცა ეს უნდობლობის ვოტუმის საშიშროებას აჩენს.

მედიის ცნობით, კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე უარის თქმით, ლეკორნუ პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს და აიძულებს დეპუტატებს, თავად შეთანხმდნენ კომპრომისზე, რომელსაც შემდეგ პარლამენტის ორივე პალატა განიხილავს წლის ბოლომდე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ  9 სექტემბერს დანიშნა.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ფრანსუა ბაირუმ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენების შესახებ თავისივე ინიციატივით განაცხადა. ფრანსუა ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის.