საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ შესაძლოა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში დაასახელონ
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ შესაძლოა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში დაასახელონ

სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ შესაძლოა, საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში დაასახელონ. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ლეკორნუმ აღნიშნა რომ, შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მომდევნო 48 საათში ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარადგინოს.

„შესაძლოა, ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში გვყავდეს“, – განაცხადა ლეკორნუმ.

ლეკორნუს თქმით, ემანუელ მაკრონზეა დამოკიდებული, თუ ვის დაასახელებს ამ თანამდებობაზე.

მემარცხენეებიდან პრემიერ-მინისტრის დანიშვნის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურზეა დამოკიდებული, საბოლოო მოლაპარაკებების წარმართვა მასზეა დამოკიდებული“,- განაცხადა ლეკორნუმ.

ამასთან, ლეკორნუს თქმით, სადავო საპენსიო რეფორმა ახალი მთავრობის ფორმირების მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რათა საპენსიო რეფორმაზე დებატები დაიწყოს“, – აღნიშნა ლეკორნუმ.

ჟურნალისტის კითხვაზე მაკრონის შესაძლო გადადგომის შესახებ, ლეკორნუმ აღნიშნა, რომ ახლა ამის დრო არ არის.

„ახლა პრეზიდენტის შეცვლის დრო არ არის“- განაცხადა ლეკორნუმ.

ლეკორნუს თქმით, ის მიიჩნევს, რომ თავისი მისია შეასრულა.