საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პროფკავშირების წევრებთან დღეს შეხვედრას გამართავს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ პროფკავშირების წევრებს დღეს შეხვდება, რათა საპენსიო რეფორმას გადახედონ.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა უნდა განსაზღვროს შემდგომი კონსულტაციების ფორმატი, რათა შეთანხმდნენ ცვლილებებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში, რაც რეფორმას უფრო „სოციალურად სამართლიანს“ გახდის.
საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი იყო, რომელსაც საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდის წინააღმდეგები იყვნენ. საფრანგეთის მთავრობაში კი აცხადებდნენ, რომ ინიციირებული ცვლილებები საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად იყო აუცილებელი.