საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - მხარს ვუჭერთ ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტეს არჩევას 
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - მხარს ვუჭერთ ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტეს არჩევას 

საფრანგეთი ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტეს არჩევას უჭერს მხარს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ნიდერლანდებში ვიზიტისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მარკ რუტეს კანდიდატურას ნატო-ში მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მოქმედების შესაძლებლობის გათვალისწინებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

57 წლის მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის შეცვლის მთავარი კანდიდატია. მანამდე რუტეს საჯაროდ მხარდაჭერა აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამოუცხადეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობით უნდა მიიღონ.