საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – მე მტკიცედ ვაპირებ წესრიგის აღდგენას, აუცილებელი თუ გახდება, ჩვენ შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობის დაწესება
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, თუ ქვეყანაში არეულობა გაგრძელდება, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
თუმცა, საფრანგეთის პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება კომენდანტის საათის დაწესებას.
„მე მტკიცედ ვაპირებ წესრიგის აღდგენას. საგანგებო მდგომარეობა ძალიან სერიოზული ზომაა, მათ შორის, მისი აღსრულების თვალსაზრისით. ასე რომ, თუ აუცილებელი გახდება, ჩვენ შეგვიძლია მისი დაწესება. თუმცა, არსებული მდგომარეობით, კომენდანტის საათი და მისი რეალიზაცია უფრო შესაფერისი ზომაა“, – განაცხადა ლეკორნუმ.