საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის საკითხს დღეს დააყენებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის საკითხს დღეს დააყენებს.
როგორც „როიტერი“ იუწყება, საკითხს დღეს, ადგილობრივი დროით ნაშუადღევს განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ღიად განაცხადეს, რომ ფრანსუა ბაირუს წინააღმდეგ მისცემენ ხმას და ის „თითქმის გარდაუვალი“ მარცხის წინაშე დგას.
„როიტერი“ წერს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფაზაში გადაიყვანს.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაწესების შესახებ 25 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, ნდობის ვოტუმი ფოკუსირებული იქნება იმაზე, ეთანხმებიან თუ არა კანონმდებლები საფრთხის სიმძიმეს და აირჩევენ თუ არა მისი გამოსწორების გზას.