საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა დასასრულამდე ჯერ კიდევ შორსაა

21:50, 19.04.2020

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა დასასრულამდე ჯერ კიდევ შორსაა, – ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ქვეყნის მაშტაბით იკლო როგორც ინფიცირებულთა, ასევე ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ ნაწილზეც ისაუბრა. ედუარდ ფილიპის თქმით, კორონავრიუსით განპირობებული კრიზისი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და ის სასტიკი იქნება.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსით 395 ადამიანი გარდაიცვალა. 

მსგავსი