საფრანგეთში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 395 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 395 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსით 395 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის, ჟერომ სალომონის თქმით, ლეტალურ შემთხვევებთან ერთად იკლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამაც. ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ახლა 5744 პაციენტი მკურნალობს, რაც 30 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 152 578 ადამიანია დაინფიცირებული, ვირუსს 19 718 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 36 ათასი პაციენტი.