საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, მთავრობის ხელახალი ჩარევა გახდეს საჭირო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, მთავრობის ხელახალი ჩარევა გახდეს საჭირო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა მთავრობის ხელახალი ჩარევა გახდეს საჭირო.

კასტექსმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კვირიდან საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიერ ვერანი ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განხილვის მიზნით ყოველკვირეული ბრიფინგებს ჩაატარებს.

კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სხვადასხვა მეთოდისთვის, მათ შორის მკაცრი კარანტინის რეჟიმის ხელახლა დაწესებისთვის.