საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა შეასრულებს ვალდებულებას ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით

00:26, 27.11.2024

საფრანგეთი შეასრულებს ვალდებულებებს ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა „მკაცრად შეასრულებს“ ნაკისრ ვალდებულებებს.

„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს. ასე რომ, ჩვენ არ გვევალება ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნა ბარნიემ.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.

მსგავსი