საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნიცაში ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირში მყოფი კიდე ორი ადამიანი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნიცაში ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირში მყოფი კიდე ორი ადამიანი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირში მყოფი კიდე ორი ადამიანი დააკავა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს დამნაშავის თანამზრახველობაში ედებათ ბრალი. ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში სულ ექვსი ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.

თავმდასხმელი, რომელიც წარმოშობით ტუნისიდანაა, პოლიციამ დაკავების დროს დაჭრა. ის საავამდყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.