საფრანგეთის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, სამართალდამცველებს მიაწოდონ ვიდეომასალა ბორდოში ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის

17:20, 18.10.2026

ბორდოში ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის პოლიცია მოქალაქეებს ვიდეომასალის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გაძარცვეს Apple-ის მაღაზია და Decathlon-ის სპორტული მაღაზია.

ბორდოს მერის განცხადებით, ქალაქში 50-დან 100-მდე სავაჭრო ობიექტი დააზიანეს.

ბორდოში მომხდარი არეულობის დროს 63 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის, ქვების სროლის შედეგად.

სამართალდამცველებმა 110 ადამიანი დააკავეს, მათგან 40% არასრულწლოვანი იყო.

„მოვუწოდებ მშობლებს, რომლებსაც შვილების ქმედებებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ყურადღება მიაქციონ, რომ მათ მაღაზიები არ გაძარცვონ ფეხსაცმლებისა და ტელეფონებისთვის“, – განაცხადა დეპარტამენტის პრეფექტმა, სოფი ბროკამ.

მსგავსი