საფრანგეთის პარლამენტში მთავრობას მოსთხოვეს განმარტება, როგორ აპირებენ აქციების შემდეგ პრობლემებზე რეაგირებას
საფრანგეთის პარლამენტში დეპუტატებმა მთავრობის წევრებს მოსთხოვეს განმარტება, როგორ აპირებენ აქციების შემდეგ პრობლემებზე რეაგირებას.
აქციებზე ფასების ზრდას, უთანასწორობასა და ბიუჯეტის შემცირებას აპროტესტებს.
მემარჯვენე ცენტრისტული ფრაქცია „ჰორიზონტების“ დეპუტატმა, იზაბელ რაშიმ აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ხელისუფლებამ იმ ადამიანებსაც უნდა უპასუხოს, ვინც მშვიდობიანად აპროტესტებდა პრობლემებს.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პასუხია. პასუხი მათთვის, ვისაც სურდათ, ისეთი გზავნილი გადმოეცათ, რომლის უგულებელყოფა არ შეგვიძლია“, – აღნიშნა რაშმა.
მემარცხენე დეპუტატმა, ალექსის კორბიერმა მთავრობის ბიუჯეტის პოლიტიკა გააკრიტიკა.
სოციალისტმა დეპუტატმა, ოსეან გოდარმა კი პრემიერ-მინისტრ სებასტიენ ლეკორნიუს მიმართა: „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ახლა მდგომარეობის შეფასება კი არა, მოქმედებაა საჭირო“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა უარყო, რომ მთავრობა მხოლოდ მკაცრ ზომებს მიმართავს. მისი თქმით, დიალოგი უკვე მიმდინარეობს:
„მე მჯერა, რომ დიალოგი უკვე შედგა. დილით პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიყავი პროფკავშირების წარმომადგენლებთან. უახლოეს დღეებში ის პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდება. ეს დიალოგი მიმდინარეობს. გთხოვთ, ნუ შექმნით შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა რაიმე მოთხოვნის ჩახშობას ემსახურება. ცხადია, ასე არ არის. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რასაც ხშირად ვამბობ: როცა ძალადობაა, მას პასუხიც მოჰყვება და ეს ძალადობა ყველაზე მკაცრად უნდა დაიგმოს“, – განაცხადა ნუნესმა.
შრომის მინისტრმა, ჟან-პიერ ფარანდუმ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს, მთავრობა სტუდენტურ ორგანიზაციებს შეხვდება და მათ „ძალიან კონკრეტულ პასუხებს“ გასცემს.