საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს იწვევს უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროზონის სტაბილურობას.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს, რათა ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობა გამოეცხადებინათ, რომელმაც ქვეყნის დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ბიუჯეტი წარადგინა.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ზეწოლა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზეც ხორციელდება, რომელიც თანამდებობიდან გადადგომაზე უარს აცხადებს.

საფრანგეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიშელ ბარნიე თანამდებობას დატოვებს. ის გახდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობას ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მოკლე ხნით იკავებდა.