საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა #1TVSPORT

მამადუ სახო და ქუთაისის „ტორპედო“ პირადი ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

საფეხბურთო პორტალის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველს და საქართველოს თასის მფლოობელ ქართულ კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდება. სახო ქუთაისში მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩამოვა.

ცნობილი ფრანგი მცველის შესაძლო ტრანსფერზე პირველად საქართველოს პირველი არხი იუწყებოდა. ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის განახორციელების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია 15 მაისს გახდა ცნობილი.

„ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის დროს 34 წლის ფრანგი მცველის მენეჯერები ქუთაისში იმყოფებოდნენ და ეროვნული ლიგის მატჩს დაესწრნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკება მაშინ დაწყო.

მამადუ სახო თამაშობდა „პარი სენ-ჟერმენში“, „ლივერპულში“, ბოლოს კი „მონპელიეში“ გამოდიოდა, რომელიც 2023 წლის 2 ნოემბერს დატოვა. 2010–2018 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების წევრი (29 მატჩი, 2 გოლი).

თუ ყველაფერი კარგად იქნება, ფრანგი მცველი ქუთაისის „ტორპედოს“ 28 ივნისს საქართველოს სუპერთასის 1/2-ფინალში, სტუმრად, ბათუმის „დინამოსთან“ დაპირისპირებაში დახმარება.