საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე წევრი ევრო 2024-ის წინ შეუძლოდ გახდა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ევრო 2024-ის წინ ავად გახდა.
როგორც გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება, ოთხშაბათს საღამოს, როცა საფრანგეთის ნაკრები გერმანიაში ჩავიდა, რამდენიმე ფეხბურთელმა და სამწვრთნელო ჯგუფის წევრებმა თავი ცუდად იგრძნეს. ზოგიერთი მათგანი კრუნჩხვებსა და თავის ტკივილს გრძნობდა, ასევე გაციების სიმპტომები ჰქონდათ.
აღნიშნავენ, რომ მომხდარის მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსი, მაგრამ ამ მომენტისთვის საფრანგეთის ნაკრების წევრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ აქვთ.
საფრანგეთი ევრო 2024-ზე გამოსვლას 17 ივნისს ავსტრიასთან შეხვედრით დაიწყებს.