საფრანგეთის ჩემპიონის, „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ადრიენ რაბიო საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა რჩება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამაში უდიდესი წვლილი თავად ფეხბურთელს მიუძღვის, რადგან რამდენიმე დღის წინ მან გადაწყვიტა წერილი მიეწერა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის და ეცნობებინა, რომ უარს ამბობდა ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე, თუ მწვრთნელი მას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრებდა.
გასაკვირი არ არის, რომ დიდე დეშამპი, ამ წერილის შემდეგ, ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი სხვა მწვრთნელი მოიქცეოდა და ადრიენ რაბიო განაცხადის მიღმა დატოვა.