საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება
ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა ქვეყნის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავს ქმედებებს საფრანგეთი მხარს არ უჭერს.
„ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და ხალხის თავისუფლებას, ამიტომ გამოყენებული მეთოდი არც მხარდაჭერილია და არც დამტკიცებული. პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, საქმე დიქტატორს ეხებოდა და ამიტომ ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. ნიკოლას მადუროს წასვლა კარგი ამბავია ვენესუელელებისთვის“, – განაცხადა მან.
ბრეჟონის თქმით, ცვალებად სამყაროში საფრანგეთი მუდმივად მზად უნდა იყოს.
„ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მომხდარის დაგმობით ან კომენტარით. მსოფლიო უფრო რთული ხდება და საფრანგეთი უნდა მოემზადოს ამ უფრო რთული სამყაროსთვის სამხედრო და ეკონომიკური გადაიარაღებით, განსაკუთრებით თავდაცვის რესურსების გაზრდით, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული 2026 წლის ბიუჯეტში“, – განაცხადა მან.