საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი მოცემულ ეტაპზე უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს

20:40, 16.03.2022

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოცემულ ეტაპზე უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა გაბრიელ ატალმა განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ემანუელ მაკრონის ვიზიტის შესაძლებლობა უკრაინაში შესაძლოა, იყოს განხილული როგორც კი გამოჩნდება, რომ ეს ვიზიტი კრიზისის დარეგულირებისთვის სასარგებლოა.

მსგავსი