საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქალაქ დიჟონში ოთხდღიან არეულობაზე რეაგირება უკიდურესად მკაცრი იქნება
საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქალაქ დიჟონში ოთხდღიან არეულობაზე რეაგირება უკიდურესად მკაცრი იქნება

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში ჩეჩნების მონაწილეობით ოთხდღიანი არეულობების შემდეგ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

ქალაქში ვიზიტისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორენ ნუნესმა უკიდურესად მკაცრი რეაგირების პირობა დადო. ქალაქში მობილიზებულია პოლიციისა და ჟანდარმერიის დამატებითი ძალები.

არეულობა დიჟონში შაბათ-კვირას დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირების მიზეზი წარმოშობით ჩრდილოაფრიკელი ნარკომოვაჭრის მიერ ჩეჩენი მოზარდის ცემა გახდა.

15 ივნისს ქალაქში 150-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათი ნაწილი შეიარაღებული იყო და ჰაერში ისროდა. მათ დაწვეს მანქანები, დააზიანეს გარე სათვალთვალო კამერები. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა.