საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ კომპანია „ეფლი“ 25 მილიონი ევროთი დააჯარიმა
საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ კომპანია „ეფლი“ 25 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ ამერიკული კომპანია „ეფლი“ 25 მილიონი ევროთი დააჯარიმა იმისთვის, რომ „აიფონის“ მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემის განახლება ძველი ტელეფონების მუშაობას შეანელებს. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

საფრანგეთში ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის იანვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ეფლი“ ძველი ტელეფონების სისტემის შენელებით, მომხმარებლებს ახალი ტელეფონების შეძენას მიზანმიმართულად აიძულებს.

„აიფონის“ მფლობელები არ იყვნენ ინფორმირებულები, რომ ოპერაციული სისტემის iOS-ის განახლებამ, შესაძლოა, მათ ძველი მოწყობილობები შეანელოს“, -ნათქვამია საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს განცხადებაში.