საფრანგეთის მისია ნატო-ში – საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს თანამშრომლობის გააქტიურების მხარდაჭერას

02:09, 03.12.2020

საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს თანამშრომლობის გააქტიურების მხარდაჭერას. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ში საფრანგეთის მისიის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„შავ ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე საფრანგეთი გააგრძელებს ვალდებულების შესრულებას და საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს თანამშრომლობის გააქტიურების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი