საფრანგეთის მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც შესაძლოა, გზა გაუხსნას ემანუელ მაკრონის პარტიასთან ფართო შეთანხმებას
საფრანგეთის მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკი „საკანონმდებლო პაქტის“ ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც შესაძლოა, გზა გაუხსნას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიასთან ფართო შეთანხმებას. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეროვნულ ასამბლეაში რესპუბლიკელთა ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორან ვაუკიესმა განაცხადა, რომ პაქტი საჭიროა იმისთვის, რომ საფრანგეთის პარლამენტმა მუშაობა გააგრძელოს.
„ეს საკანონმდებლო აქტი არის იმის ილუსტრაცია, რომ არ გვსურს ქვეყნის დაბლოკვა, რათა გვქონდეს პრობლების გადაწყვეტის გზა“, – განაცხადა ვაუკიესმა.
რესპუბლიკელი მემარჯვენეების ლიდერის მიერ წამოყენებული პირობებით, ისინი მხარს არ დაუჭერენ გადასახადების გაზრდას ან ისეთ ზომებს, რომლებიც პენსიონერთათვის შეღავათებს შეამცირებს. ჯგუფი მზადაა, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოებისა და სამთავრობო სერვისების გაძლიერების წინადადებებს.
გარდა ამისა, ვაუკიესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მმართველი კოალიციის შექმნაზე. მისი თქმით, რესპუბლიკელი მემარჯვენეები „დამოუკიდებლები არიან და ეს ასე დარჩება“.