საფრანგეთის მეცნიერთა საბჭომ 14-დღიანი კარანტინის ვადის შემცირებას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის მეცნიერთა საბჭომ 14-დღიანი კარანტინის ვადის შემცირებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის მეცნიერთა საბჭომ 14-დღიანი კარანტინის ვადის შემცირებას მხარი დაუჭირა. როგორც გამოცემა „ფიგარო“ წერს, ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.

ფრანგი მაღალჩინოსნის თქმით, კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს მიიღებენ.

„დაავადება უფრო მეტად გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან ან დადებითი ტესტის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. ამის შემდეგ, დაავადება ნაკლებად გადამდები ხდება, ერთი კვირის გასვლის შემდეგ კი, დაავადების გადაცემის ალბათობა რჩება, თუმცა ძალიან სუსტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რო კარანტინის ვადის შემცირების გეგმა არ არის განპირობებული ეკონომიკური საკითხებით.

ამასთან, სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, რომ საფრანგეთის მთავრობა კარანტინის ვადის შემცირებას 7-დღემდე გეგმავს.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 203 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა.