საფრანგეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა, რომლის წინააღმდეგ ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება დაიწყო, „არაბული სამყაროს ინსტიტუტის” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის, ჯეკ ლენგის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ჯეკ ლენგმა „არაბული სამყაროს ინსტიტუტის” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „როიტერი” საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია ლენგის ამერიკელ ფინანსისტთან მჭიდრო კავშირზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ლენგისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.