საფრანგეთის ხელისუფლების კრიტიკული განცხადებების გამო, იტალიის საგარეო უწყებაში საფრანგეთის ელჩი გამოიძახეს
საფრანგეთის ხელისუფლების კრიტიკული განცხადებების გამო, იტალიის საგარეო უწყებაში საფრანგეთის ელჩი გამოიძახეს

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩი გამოიძახეს. იტალიის საგარეო უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ მიიღო.

საფრანგეთმა იტალია მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ოფიციალურმა რომმა მიგრანტების გემის, Aquarius-ის მიღებაზე უარი განაცხადა.

ხმელთაშუა ზღვაში გაჩერებულ გემზე 600-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ცინიზმი და უპასუხისმგებლობა“ უწოდა.

იტალიისა და მალტის უარის შემდეგ, მიგრანტების გემი ვალენსიის პორტში, ესპანეთმა მიიღო.